ბრენდირებული ფორმა კომპანიისთვის: 7 რამ, რაც შეკვეთამდე უნდა იცოდე
ერთნაირი ფორმა კომპანიის ლოგოთი გუნდს აერთიანებს, კლიენტს კი ეუბნება, რომ საქმე სერიოზულ კომპანიასთან აქვს. მაღაზიის, რესტორნის, ოფისის ან ღონისძიების გუნდისთვის — პრინციპი ერთია.
წლების განმავლობაში ბრენდირებულ ფორმას ვამზადებთ საქართველოს წამყვანი კომპანიებისთვის: Lexus Tbilisi, iStyle, World Class, EPAM, Citycom, British International School of Tbilisi და ბევრი სხვა. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, აი 7 რამ, რაც შეკვეთამდე უნდა იცოდეთ.
1. აირჩიეთ ნივთი სამუშაოს მიხედვით
- მაისური — ყველაზე უნივერსალური: ღონისძიება, ოფისი, გუნდური ფოტო.
- პოლო — უფრო ოფიციალური იერი: მაღაზია, რესტორანი, მიმღები.
- ჰუდი — ზამთრისთვის და გუნდური საჩუქრისთვის.
- ჟილეტი და საწვიმარი — გარე სამუშაოებისთვის, საწყობისთვის, ღონისძიების სტაფისთვის. მათ შეკვეთით ვკერავთ: ჟილეტები და საწვიმრები ლოგოთი.
- კეპი, წინსაფარი, ჩანთა — დამატებით ფორმისთვის ან საჩუქრად.
2. აირჩიეთ ლოგოს დატანის მეთოდი
- DTF ბეჭდვა — ფერადი, დეტალური ლოგო, ნებისმიერი რაოდენობით, ერთი ცალიდანაც.
- შოლკოგრაფია — დიდი ტირაჟისთვის. რაც მეტია რაოდენობა, მით ხელსაყრელია.
- ქარგვა — დიდი რაოდენობისთვის. პრემიუმ იერი პოლოებზე, ჰუდებსა და კეპებზე.
დეტალური შედარება: DTF, შოლკოგრაფია თუ ქარგვა.
3. გადაწყვიტეთ, სად დაჯდება ლოგო
ყველაზე გავრცელებულია პატარა ლოგო გულზე და დიდი ზურგზე. ზურგზე შეიძლება დაემატოს წარწერა, თანამდებობა ან ვებგვერდი. ელვიან ჰუდზე წინ ბეჭდვა ელვის გამო არ ხდება, ამიტომ დიდი ლოგო ზურგზე იდება.
4. ლოგოს ფაილი — ან ჩვენი დახმარება
საუკეთესოა ვექტორული ფაილი (AI, EPS, SVG, PDF) ან მაღალი ხარისხის PNG გამჭვირვალე ფონით. თუ ლოგოს ფაილს ვერ ამზადებთ — მხოლოდ ფოტო, სქრინშოტი ან დაბალი ხარისხის სურათი გაქვთ — არაფერია: გამოგვიგზავნეთ რაც გაქვთ და ბეჭდვისთვის მზა ფაილს ჩვენ მოვამზადებთ. მეტი: როგორ მოვამზადოთ ფაილი.
5. შეაგროვეთ ზომები წინასწარ
ყველაზე დიდი დრო ზომების შეგროვებას მიაქვს. გაუგზავნეთ თანამშრომლებს მარტივი ცხრილი და სთხოვეთ, თავიანთი ზომა ჩაწერონ. ზომების ცხრილი სანტიმეტრებში: როგორ შევარჩიოთ ზომა. ქსოვილის და ზომის ადგილზე სანახავად შოურუმშიც შეგიძლიათ მობრძანდეთ — დინამო არენა, მე-10 კარი.
6. დოკუმენტები
კომპანიებისთვის ყოველთვის გამოვწერთ ინვოისს. საჭიროების შემთხვევაში ვაფორმებთ ხელშეკრულებას, მიღება-ჩაბარების აქტს, ზედნადებს და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას, ელექტრონული ხელმოწერაც შესაძლებელია. მონაწილეობას ვიღებთ სახელმწიფო შესყიდვებსა და ფასების კვლევაშიც.
7. ვადა და ფასდაკლება
ვადა დამოკიდებულია ბრენდირების მეთოდსა და რაოდენობაზე. ზუსტ ვადას შეკვეთის დაზუსტებისას გეტყვით, ამიტომ ღონისძიებისთვის შეკვეთა წინასწარ დაიწყეთ. რაოდენობრივ შეკვეთებზე მოქმედებს ფასდაკლება.
ნახეთ ჩვენი ნამუშევრები
კორპორატიული შეკვეთების ფოტოები — მაისურები, პოლოები, ჰუდები, ჟილეტები და ჩანთები კომპანიების ლოგოებით — იხილეთ აქ: კორპორატიული შეკვეთები. საახალწლო საჩუქრების იდეები: კორპორატიული საჩუქრები.
მზად ხართ? გამოგვიგზავნეთ ლოგო, ნივთი და რაოდენობა — მაკეტს ჩვენ მოგიმზადებთ.