კორპორატიული განყოფილება
გთავაზობთ კორპორატიულ მომსახურებას — ბრენდირებული ტანსაცმელი, აქსესუარები და სარეკლამო პროდუქცია თქვენი კომპანიისთვის. ინდივიდუალური მიდგომა ყველა პროექტისთვის.
- ხარისხი
- სისწრაფე
- ინდივიდუალური მიდგომა
- კონკურენტული ფასები
მაისურების ბრენდირება კომპანიის ლოგოთი
ვამზადებთ ბრენდირებულ მაისურებს, ჰუდებს, ჩანთებს, კეპებს და წინსაფრებს კომპანიებისთვის, ღონისძიებებისა და გუნდებისთვის. შენ ლოგოს გვიგზავნი, მაკეტს, ბეჭდვას და შეფუთვას ჩვენ ვაკეთებთ.
ბრენდირების მეთოდები
- DTF ბეჭდვა — ფერადი ლოგო ან ფოტო ნებისმიერ რაოდენობაზე, ერთი ცალიდანაც.
- შელკოგრაფია — დიდი ტირაჟისთვის. რაც მეტია რაოდენობა, მით იაფია ერთი ცალი.
- ქარგვა — დიდი რაოდენობისთვის. პრემიუმ იერი პოლოებზე, ჰუდებზე და კეპებზე.
- თერმული ბეჭდვა (FLEX) — გვარები, ნომრები და ერთფეროვანი ლოგოები, განსაკუთრებით სპორტული ფორმებისთვის.
სპორტული ფორმები გუნდებისთვის
ფორმებს ვკერავთ ინდივიდუალურად, თითოეულ გუნდზე. ვბეჭდავთ გვარს და ნომერს.
სპორტული ფორმები გვარით და ნომრით
ფასი და ვადა
10 ცალიდან ფასდაკლებაა. ვადა დამოკიდებულია ბრენდირების მეთოდსა და რაოდენობაზე. ზუსტ ფასს და ვადას შეკვეთისას შეგითანხმებთ.
ვისთან ვთანამშრომლობთ
ვართ დინამო თბილისის ოფიციალური პარტნიორი, ვთანამშრომლობთ Nike-ის ოფიციალურ წარმომადგენლობასთან საქართველოში და ვამზადებთ ბრენდირებულ პროდუქციას საერთაშორისო და ქართული ბრენდებისთვის.