სპორტული ფორმები გვარით და ნომრით

ვკერავთ სპორტულ ფორმებს გუნდებისთვის — ფეხბურთისა და კალათბურთისთვის. კომპლექტში შედის მაისური და შორტი, გუნდის ლოგო, მოთამაშის გვარი და ნომერი. ვამზადებთ ზრდასრულებისთვისაც და ნებისმიერი ასაკის ბავშვებისთვისაც.

დაგვირეკე: +995 599 05 08 07 · მოგვწერე WhatsApp-ზე · მოგვწერე Facebook-ზე

რა შედის ფორმაში

  • მაისური და შორტი — შენი გუნდის ფერებში, ინდივიდუალური დიზაინით.
  • გუნდის ლოგო — მაისურზე, დიზაინით შეთანხმებულ ადგილას.
  • გვარი და ნომერი — თითოეულ მოთამაშეზე ცალ-ცალკე, FLEX ან DTF ბეჭდვით.

ფეხბურთის ფორმები და მაისურები

ფეხბურთის გუნდის ფორმა — მაისური და შორტი ლოგოთი, გვარით და ნომრით, როგორც ზრდასრულთა, ისე საბავშვო გუნდებისთვის.

კალათბურთის ფორმები და მაისურები

კალათბურთის მაისური და შორტი გუნდის ფერებში, ლოგოთი, გვარით და ნომრით.

როგორ ვმუშაობთ

  1. მოგვწერე და გაგვიზიარე იდეა ან უხეში ესკიზი — ფერები, ლოგო, სასურველი სტილი. თუ ესკიზი არ გაქვს, დაგეხმარებით.
  2. ერთად ვათანხმებთ დიზაინს, რაოდენობას და ზომებს.
  3. გამოგვიგზავნი მოთამაშეების გვარებს, ნომრებს და ზომებს.
  4. ვკერავთ და ვბეჭდავთ. ვადა რაოდენობაზეა დამოკიდებული — შეკვეთისას შეგითანხმებთ.

მინიმალური რაოდენობა

გუნდის ფორმებს ვკერავთ 10–12 კომპლექტიდან, ზრდასრულებისთვის და ნებისმიერი ასაკის ბავშვებისთვის.

ფასი და ვადა

ფასი დამოკიდებულია დიზაინსა და რაოდენობაზე — მოგვწერეთ. ვადაც რაოდენობაზეა დამოკიდებული და შეკვეთისას შეგითანხმებთ.

რას ვერ ვაკეთებთ

ზოლიან ფორმებს და ფორმებს გრადიენტით (ფერის თანდათანობითი გადასვლით) ვერ ვკერავთ. ცნობილი კლუბებისა და ეროვნული ნაკრებების ფორმებს არ ვყიდით და არ ვკერავთ — არც მათ ასლებს ვამზადებთ. ვკერავთ მხოლოდ შენი გუნდის საკუთარ ფორმას.

გვარი და ნომერი შენს ფორმაზე

თუ ფორმა უკვე გაქვს, მოიტანე — გვარს და ნომერს FLEX ან DTF ბეჭდვით დაგიტანთ.

მაისურებზე ბეჭდვა — მეთოდები და ვადები

ხშირი კითხვები სპორტულ ფორმებზე

რა მინიმალური რაოდენობით კერავთ ფორმებს?

10–12 კომპლექტიდან. ერთი კომპლექტი არის მაისური და შორტი ლოგოთი, გვარით და ნომრით.

რა ღირს გუნდის ფორმა?

ფასი დამოკიდებულია დიზაინსა და რაოდენობაზე — მოგვწერეთ.

რამდენ ხანში მზადდება ფორმები?

ვადა რაოდენობაზეა დამოკიდებული. დიზაინისა და რაოდენობის შეთანხმებისას ზუსტ ვადას გეტყვით.

ბავშვებისთვისაც კერავთ?

დიახ, ნებისმიერი ასაკის ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის.

რა ტიპის ფორმებს ვერ კერავთ?

ზოლიან და გრადიენტიან ფორმებს ვერ ვკერავთ. ცნობილი კლუბებისა და ნაკრებების ფორმებს არ ვყიდით და არ ვკერავთ, არც მათ ასლებს ვამზადებთ.

ჩემს ფორმაზე გვარს და ნომერს დამიწერთ?

დიახ. მოიტანე ფორმა და გვარს და ნომერს FLEX ან DTF ბეჭდვით დაგიტანთ.

მოგვწერე შენი გუნდის შესახებ

გაგვიზიარე იდეა, რაოდენობა და ზომები — დიზაინს, ფასს და ვადას ერთად შევათანხმებთ.

დაგვირეკე: +995 599 05 08 07 · მოგვწერე WhatsApp-ზე · მოგვწერე Facebook-ზე · კორპორატიული შეკვეთა