მაისურებზე ბეჭდვა თბილისში

maika.ge-ზე მაისურის დაბეჭდვა ერთი ცალიდანაც შეგიძლია — შენი ფოტოთი, ლოგოთი, წარწერით ან ხელოვნური ინტელექტით შექმნილი დიზაინით. 15 წელია ვკერავთ და ვბეჭდავთ თბილისში. შეკვეთა მზადდება 1–2 სამუშაო დღეში, მიწოდება მთელ საქართველოშია.

შექმენი დიზაინი ონლაინ · კორპორატიული შეკვეთა

ბეჭდვის მეთოდები

მეთოდს დიზაინისა და რაოდენობის მიხედვით ვარჩევთ. თუ არ იცი, რომელი გჭირდება, მოგვწერე და გირჩევთ.

  • DTF ბეჭდვა — ნებისმიერი ფერი, ფოტო და დეტალური დიზაინი, ერთი ცალიდანაც. ფერი ნათელია და პრინტი რეცხვას უძლებს. საიტიდან შეკვეთილი ნივთი DTF-ით იბეჭდება.
  • შელკოგრაფია — დიდი ტირაჟისთვის: რაც მეტია რაოდენობა, მით იაფია ერთი ცალი.
  • თერმული ბეჭდვა (FLEX) — გვარები, ნომრები და მარტივი ერთფეროვანი ლოგოები.
  • ქარგვა — დიდი რაოდენობისთვის. პრემიუმ იერი პოლოებზე, ჰუდებზე და კეპებზე.

რაზე ვბეჭდავთ

მაისურებზე (მათ შორის პოლოებზე, oversize და საბავშვო მოდელებზე), ჰუდებზე, ელვიან ჰუდებზე და ბომბერებზე, კეპებზე, ნაჭრის ჩანთებზე, წინსაფრებზე, ჭიქებზე და ტელეფონის ქეისებზე.

მაისურები · პოლო მაისურები · ჰუდები · ელვიანი ჰუდები · ბომბერები · კეპები · ნაჭრის ჩანთები · წინსაფრები · ჭიქები · ტელეფონის ქეისები

ფასები

  • მაისური ბეჭდვით — 35 ₾-დან
  • ჰუდი ბეჭდვით — 80 ₾-დან
  • ნაჭრის ჩანთა — 35 ₾
  • კეპი — 25 ₾
  • წინსაფარი — 45 ₾
  • ჭიქა — 25 ₾
  • ტელეფონის ქეისი — 20 ₾

ფასში შედის ცალმხრივი A4 ბეჭდვა. ზუსტი ფასი კონსტრუქტორში მაშინვე ჩანს — ბრენდის, პრინტის ზომისა და ორმხრივი ბეჭდვის მიხედვით. 10 ცალიდან ფასდაკლებაა.

ყველა ფასი — ხშირი კითხვები

როგორ შევუკვეთო

  1. ატვირთე ფოტო ან ლოგო, დაწერე ტექსტი, ან აღწერე იდეა და AI დიზაინს უფასოდ შეგიქმნის.
  2. აირჩიე ნივთი, ბრენდი, ფერი და ზომა — როგორ გამოჩნდება, ეკრანზევე ნახავ.
  3. გადაიხადე ონლაინ, ან მოდი შოურუმში და შეუკვეთე ადგილზე.

შექმენი დიზაინი ონლაინ

ფაილის მომზადება

საუკეთესო შედეგისთვის ატვირთე მაღალი გარჩევადობის ფოტო, ლოგო კი — სასურველია გამჭვირვალე ფონით (PNG). თუ ლოგო მხოლოდ დაბალი ხარისხით გაქვს ან ფაილი არ გაქვს საერთოდ, მოგვწერე და მაკეტის მომზადებაში დაგეხმარებით.

მზა დიზაინები ქართული წარწერით

საკუთარი დიზაინი არ გაქვს? კატალოგში ასობით მზა დიზაინია: ქართული წარწერები, საქართველოს დროშა და სიმბოლიკა, იუმორი, სპორტი. აირჩიე და დაბეჭდე ნებისმიერ მაისურზე ან ჰუდზე.

მზა დიზაინების კატალოგი

ვადა და პრინტის ზომა

შეკვეთა მზადდება 1–2 სამუშაო დღეში. კონკრეტული დღისთვის თუ გჭირდება, მოგვწერე და დაგეხმარებით. პრინტის სტანდარტული ზომა A4-ია, მაქსიმალური — A3.

ბეჭდვა შენს მოტანილ ნივთზე

შეგიძლია შენი მაისური ან ჰუდი მოიტანო და მასზე დაგიბეჭდავთ. ქსოვილს ადგილზე ვამოწმებთ — ყველა მასალა ბეჭდვისთვის არ გამოდგება. მოტანილ ნივთზე პასუხისმგებლობას ვერ ვიღებთ.

მიწოდება და შოურუმი

კურიერით ვაწვდით მთელ საქართველოში: თბილისში — 8 ₾, რეგიონებში — 12 ₾. შეკვეთის აღება შოურუმშიც შეიძლება: დინამო არენა, მე-10 კარი (ა. წერეთლის #2, თბილისი).

მისამართი და სამუშაო საათები

კომპანიებისა და გუნდებისთვის

ბრენდირებული მაისურები, ჰუდები და კეპები კომპანიის ლოგოთი, 10 ცალიდან ფასდაკლებით. ვართ დინამო თბილისის ოფიციალური პარტნიორი, ვთანამშრომლობთ Nike-ის ოფიციალურ წარმომადგენლობასთან საქართველოში და ცნობილი ბრენდების ადგილობრივ წარმომადგენლობებთან.

კორპორატიული შეკვეთა · სპორტული ფორმები გვარით და ნომრით · ჩვენი ნამუშევრები

ხშირი კითხვები ბეჭდვაზე

რა ღირს მაისურზე ბეჭდვა?

მაისური ბეჭდვით 35 ₾-დან ღირს, ჰუდი — 80 ₾-დან. ფასში შედის ცალმხრივი A4 ბეჭდვა. ზუსტი ფასი დამოკიდებულია ბრენდზე, პრინტის ზომასა და ორმხრივ ბეჭდვაზე და კონსტრუქტორში მაშინვე ჩანს.

ერთი ცალის დაბეჭდვაც შეიძლება?

დიახ. DTF ბეჭდვით ერთ ცალსაც ვბეჭდავთ — ფოტოსაც და ნებისმიერ ფერად დიზაინსაც. 10 ცალიდან ფასდაკლებაა.

რამდენ ხანში მზადდება შეკვეთა?

1–2 სამუშაო დღე. დიდ ტირაჟზე, შელკოგრაფიასა და ქარგვაზე ვადა რაოდენობაზეა დამოკიდებული და შეკვეთისას შეგითანხმებთ.

ფოტოს დაბეჭდვა მაისურზე შეიძლება?

დიახ. ატვირთე ფოტო კონსტრუქტორში — DTF ბეჭდვა ფოტოს ფერებს და დეტალებს კარგად გადმოსცემს. რაც უკეთესი ხარისხისაა ფაილი, მით სუფთაა პრინტი.

რა ზომის პრინტი შეიძლება?

სტანდარტული ზომა A4-ია, მაქსიმალური — A3.

ჩემს მოტანილ მაისურზე დამიბეჭდავთ?

დიახ. ქსოვილს ადგილზე ვამოწმებთ, რომ ბეჭდვისთვის გამოდგეს. მოტანილ ნივთზე პასუხისმგებლობას ვერ ვიღებთ.

ლოგოსთვის რომელი მეთოდი ჯობია?

მცირე რაოდენობაზე და ფერად ლოგოზე — DTF, დიდ ტირაჟზე — შელკოგრაფია ან ქარგვა, გვარებსა და ნომრებზე — FLEX. მოგვწერე და მეთოდს ერთად შევარჩევთ.

დაიწყე ახლავე

შექმენი დიზაინი საიტზე და შეუკვეთე რამდენიმე წუთში. კომპანიის ან გუნდის შეკვეთისთვის მოგვწერე — ფასს და ვადას შეგითანხმებთ.

შექმენი დიზაინი ონლაინ · კორპორატიული შეკვეთა · დაგვირეკე: +995 599 05 08 07 · მოგვწერე WhatsApp-ზე · მოგვწერე Facebook-ზე