ჰუდებზე ბეჭდვა — შენი დიზაინით
მზადდება 1–3 სამუშაო დღე
ატვირთე ფოტო · იდეა არ გაქვს? მოგვწერე
ბრენდი
ჰუდებზე ბეჭდვა თბილისში
maika.ge-ზე ჰუდს შენი დიზაინით რამდენიმე წუთში შეუკვეთავ. ატვირთე ფოტო ან ლოგო, დაწერე ტექსტი, ან აღწერე იდეა და AI დიზაინს უფასოდ შეგიქმნის. ჰუდზე ბეჭდვა ერთი ცალიდანაც შეიძლება, შეკვეთა კი მზადდება 1–3 სამუშაო დღეში.

მოდელები
ჩვეულებრივი ჰუდები, ელვიანი ჰუდები და ბომბერები. ბრენდს, ფერს და ზომას კონსტრუქტორში ირჩევ — როგორ გამოჩნდება, ეკრანზევე ნახავ.
ბეჭდვის მეთოდები
- DTF ბეჭდვა — ნებისმიერი ფერი, ფოტო და დეტალური დიზაინი, ერთი ცალიდანაც. ფერი ნათელია და პრინტი რეცხვას უძლებს.
- შოლკოგრაფია — დიდი ტირაჟისთვის: რაც მეტია რაოდენობა, მით იაფია ერთი ცალი.
- ქარგვა — დიდი რაოდენობისთვის. პრემიუმ იერი პოლოებზე, ჰუდებზე და კეპებზე.
ფაილის მომზადება
საუკეთესო შედეგისთვის ატვირთე მაღალი გარჩევადობის ფოტო, ლოგო კი — სასურველია გამჭვირვალე ფონით (PNG). თუ ფაილი დაბალი ხარისხისაა ან საერთოდ არ გაქვს, მოგვწერე და მაკეტის მომზადებაში დაგეხმარებით.
პრინტის ზომა
პრინტის სტანდარტული ზომა A4-ია, მაქსიმალური — A3. ზუსტი ფასი კონსტრუქტორში ჩანს, ბრენდის, პრინტის ზომისა და ორმხრივი ბეჭდვის მიხედვით. 10 ცალიდან ფასდაკლებაა.
ჰუდები ქართული წარწერით
საკუთარი დიზაინი არ გაქვს? კატალოგში ასობით მზა დიზაინია: ქართული წარწერები, საქართველოს დროშა და სიმბოლიკა, იუმორი, სპორტი. აირჩიე და დაბეჭდე ნებისმიერ ჰუდზე.
მიწოდება და შოურუმი
ვაწვდით მთელ საქართველოში. შეკვეთის აღება შოურუმშიც შეიძლება: დინამო არენა, მე-10 კარი.
კომპანიებისა და გუნდებისთვის
ჰუდები კომპანიის ლოგოთი — ღონისძიებებისა და გუნდებისთვის, 10 ცალიდან ფასდაკლებით.
ხშირი კითხვები ჰუდებზე ბეჭდვაზე
ერთი ჰუდის დაბეჭდვაც შეიძლება?
დიახ. DTF ბეჭდვით ერთ ცალსაც ვბეჭდავთ — ფოტოსაც და ნებისმიერ ფერად დიზაინსაც. 10 ცალიდან ფასდაკლებაა.
რამდენ ხანში მზადდება ჰუდი?
1–3 სამუშაო დღე. დიდ ტირაჟზე, შოლკოგრაფიასა და ქარგვაზე ვადა რაოდენობაზეა დამოკიდებული და შეკვეთისას შეგითანხმებთ.
ფოტოს დაბეჭდვა ჰუდზე შეიძლება?
დიახ. ატვირთე ფოტო კონსტრუქტორში — DTF ბეჭდვა ფოტოს ფერებს და დეტალებს კარგად გადმოსცემს. რაც უკეთესი ხარისხისაა ფაილი, მით სუფთაა პრინტი.
ჰუდის ორივე მხარეს დაბეჭდვა შეიძლება?
დიახ — წინა მხარეს, ზურგზე ან ორივე მხარეს. ზუსტი ფასი კონსტრუქტორში მაშინვე ჩანს, პრინტის ზომისა და ორმხრივი ბეჭდვის მიხედვით.
ჩემს მოტანილ ჰუდზე დამიბეჭდავთ?
დიახ. ქსოვილს ადგილზე ვამოწმებთ, რომ ბეჭდვისთვის გამოდგეს. მოტანილ ნივთზე პასუხისმგებლობას ვერ ვიღებთ.
რეგიონებში აგზავნით?
დიახ, კურიერით ვაწვდით მთელ საქართველოში. შეკვეთის აღება შოურუმშიც შეიძლება.