DTF ბეჭდვა ტანსაცმელზე

DTF ბეჭდვით მაისურზე, ჰუდზე, კეპზე თუ ნაჭრის ჩანთაზე ნებისმიერ დიზაინს გადავიტანთ — ფოტოს, ფერად ლოგოს, წარწერას ან ილუსტრაციას, ერთი ცალიდანაც. ამ მეთოდით იბეჭდება ყველა ნივთი, რომელსაც maika.ge-ზე ონლაინ შეუკვეთავ. შეკვეთა მზადდება 1–2 სამუშაო დღეში.

შექმენი დიზაინი ონლაინ · მოგვწერე WhatsApp-ზე

შავი მაისური — DTF ბეჭდვით ფერადი ფოტოც და ლოგოც იბეჭდება ნაცრისფერი ჰუდი DTF ბეჭდვისთვის, შენი დიზაინით

რა არის DTF ბეჭდვა

DTF-ის დროს დიზაინი ჯერ სპეციალურ ფირზე იბეჭდება, შემდეგ კი სითბოთი და წნევით ქსოვილზე გადადის. ფერების რაოდენობა შეზღუდული არ არის, ამიტომ პრინტზე კარგად გადმოდის ფოტო, ფერის გადასვლა და წვრილი დეტალები. ფერი ნათელია და პრინტი რეცხვას უძლებს.

როდის ჯობია DTF

  • ფოტო და ფერადი დიზაინი — ფერების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
  • ერთი ან რამდენიმე ცალი — საჩუქარი, წყვილის მაისურები, დაბადების დღე ან მცირე ღონისძიება.
  • ლოგო მცირე რაოდენობაზე — ფერადი ლოგო გუნდისთვის ან მცირე კომპანიისთვის.

დიდ ტირაჟზე ხშირად შოლკოგრაფია ჯობია, პრემიუმ იერისთვის — ქარგვა, გვარებსა და ნომრებზე კი თერმული ბეჭდვა (FLEX). თუ არ იცი, რომელი გჭირდება, მოგვწერე და გირჩევთ.

შოლკოგრაფია · ლოგოს ქარგვა

რაზე ვბეჭდავთ

მაისურებზე (მათ შორის პოლოებზე, oversize და საბავშვო მოდელებზე), ჰუდებზე, ელვიან ჰუდებზე და ბომბერებზე, კეპებზე, ნაჭრის ჩანთებზე და წინსაფრებზე.

მაისურები · ჰუდები · კეპები · ნაჭრის ჩანთები · წინსაფრები

კომპანიებისა და გუნდებისთვის

ფერადი ლოგო მცირე კომპანიისთვის, გუნდისთვის ან ღონისძიებისთვის — ერთი ცალიდანაც, ცალკე მომზადების გარეშე. გვარებსა და ნომრებს სპორტულ ფორმებზე FLEX-ით ვბეჭდავთ. კომპანიებს ვუწერთ ინვოისს, დიდ რაოდენობაზე კი ფასდაკლებაა.

კორპორატიული შეკვეთა · სპორტული ფორმები გვარით და ნომრით

როგორ შევუკვეთო ონლაინ

  1. ატვირთე ფოტო ან ლოგო, დაწერე ტექსტი, ან აღწერე იდეა და AI დიზაინს უფასოდ შეგიქმნის.
  2. აირჩიე ნივთი, ფერი და ზომა — როგორ გამოჩნდება, ეკრანზევე ნახავ.
  3. გადაიხადე ონლაინ, ან მოდი შოურუმში და შეუკვეთე ადგილზე.

შექმენი დიზაინი ონლაინ

ფაილის მომზადება

რაც უკეთესი ხარისხისაა ფაილი, მით სუფთაა პრინტი. ატვირთე მაღალი გარჩევადობის ფოტო, ლოგო კი — სასურველია გამჭვირვალე ფონით (PNG). ეკრანის ანაბეჭდი ან სოციალური ქსელიდან ჩამოტვირთული პატარა სურათი ხშირად ბუნდოვნად იბეჭდება. თუ კარგი ფაილი არ გაქვს, მოგვწერე და მაკეტის მომზადებაში დაგეხმარებით.

პრინტის ზომა და ვადა

პრინტის სტანდარტული ზომა A4-ია, მაქსიმალური — A3. დაბეჭდვა შეიძლება წინა მხარეს, ზურგზე ან ორივე მხარეს. შეკვეთა მზადდება 1–2 სამუშაო დღეში; კონკრეტული დღისთვის თუ გჭირდება, მოგვწერე.

ბეჭდვა შენს მოტანილ ნივთზე

შეგიძლია შენი ნივთი მოიტანო და მასზე დაგიბეჭდავთ, თუმცა მოტანილი ნივთის ქსოვილის დაზიანებაზე პასუხისმგებლობას ვერ ვიღებთ. ქსოვილს ადგილზე ვამოწმებთ — ყველა მასალა ბეჭდვისთვის არ გამოდგება.

მიწოდება და შოურუმი

კურიერით ვაწვდით მთელ საქართველოში, შეკვეთის აღება კი შოურუმშიც შეიძლება: დინამო არენა, მე-10 კარი (ა. წერეთლის #2, თბილისი).

მისამართი და სამუშაო საათები · მაისურებზე ბეჭდვა — ყველა მეთოდი

ხშირი კითხვები DTF-ზე

ერთი ცალის დაბეჭდვა შეიძლება?

დიახ. DTF-ით ერთ ცალსაც ვბეჭდავთ — ფოტოსაც და ნებისმიერ ფერად დიზაინსაც.

ფოტოს დაბეჭდვა მაისურზე გამოვა?

დიახ. ეს მეთოდი ფოტოს ფერებს და დეტალებს კარგად გადმოსცემს. რაც უკეთესი ხარისხისაა ფაილი, მით სუფთაა პრინტი.

DTF ბეჭდვა რეცხვას უძლებს?

დიახ, ფერი ნათელია და პრინტი რეცხვას უძლებს.

რა ზომის პრინტი შეიძლება?

სტანდარტული ზომა A4-ია, მაქსიმალური — A3.

რამდენ ხანში მზადდება?

1–2 სამუშაო დღე. დიდ ტირაჟზე ვადა რაოდენობაზეა დამოკიდებული და შეკვეთისას შეგითანხმებთ.

რით განსხვავდება შოლკოგრაფიისგან?

DTF ერთი ცალიდან და ნებისმიერი ფერით იბეჭდება, შოლკოგრაფია კი დიდი ტირაჟისთვისაა — რაც მეტია რაოდენობა, მით იაფია ერთი ცალი.

დაბეჭდე შენი დიზაინი

ატვირთე ფოტო ან ლოგო კონსტრუქტორში და შეუკვეთე რამდენიმე წუთში. დიდი შეკვეთისთვის მოგვწერე — მეთოდს, ფასს და ვადას შეგითანხმებთ.

შექმენი დიზაინი ონლაინ · დაგვირეკე: +995 599 05 08 07 · მოგვწერე WhatsApp-ზე · მოგვწერე Facebook-ზე