როგორ მოვამზადოთ ფაილი მაისურზე დასაბეჭდად
მაისურზე ბეჭდვის შედეგი დიდწილად ფაილზეა დამოკიდებული. კარგი ფაილიდან ნათელი, მკვეთრი პრინტი გამოდის, დაბალი ხარისხის სურათიდან კი ბუნდოვანი. ამ სტატიაში მოკლედ აგიხსნით, როგორ მოამზადოთ ფაილი, რომ შედეგი ზუსტად ისეთი იყოს, როგორიც წარმოგიდგენიათ.
1. ფორმატი: PNG გამჭვირვალე ფონით
ლოგოსა და წარწერისთვის საუკეთესოა PNG გამჭვირვალე ფონით. ასეთ ფაილს მაისურზე თეთრი ან ფერადი „ყუთი“ არ ახლავს და მხოლოდ თავად დიზაინი იბეჭდება.
თუ ლოგო ვექტორულ ფორმატში გაქვთ (AI, EPS, SVG ან PDF), ესეც გამოგვიგზავნეთ, ასეთი ფაილით მუშაობა ყველაზე მარტივია.
ფოტოსთვის JPG-იც საკმარისია, ოღონდ კარგი ხარისხის.
2. ზომა და გარჩევადობა
ბეჭდვის სტანდარტული ზომა A4-ია, მაქსიმალური A3. რაც უფრო დიდია პრინტი, მით მეტ დეტალს სჭირდება ფაილი.
- გამოიყენეთ ორიგინალი ფაილი: ტელეფონის გალერეიდან ან კამერიდან და არა სოციალური ქსელიდან გადმოწერილი.
- სქრინშოტი ხშირად დაბალი ხარისხისაა, განსაკუთრებით დიდ პრინტზე.
- თუ ფაილის მიახლოებისას დაკბილული კიდეები ან „კვადრატები“ ჩანს, დიდ ზომაზე ბეჭდვისას ესეც გამოჩნდება.
3. ფერები
- ეკრანზე ფერები ყოველთვის ცოტა უფრო ნათელი ჩანს, ვიდრე ქსოვილზე. ეს ნორმალურია.
- მუქ მაისურზე ძალიან მუქი დიზაინი (მაგალითად შავი წარწერა მუქ ლურჯზე) ცუდად იკითხება. აირჩიეთ კონტრასტული ფერები.
- თუ მაისურის ფერი ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, დიზაინს თეთრზე ვამოწმებთ: თეთრ მაისურზე ბეჭდვა საუკეთესოდ ჩანს.
4. წარწერა და შრიფტი
- ძალიან წვრილი ხაზები და პატარა ასოები შორიდან ცუდად იკითხება. მაისურზე ტექსტი თამამი და მკაფიო უნდა იყოს.
- გადაამოწმეთ მართლწერა, განსაკუთრებით ქართულ წარწერაზე. ბეჭდვის შემდეგ შეცდომის გასწორება შეუძლებელია.
5. ხშირი შეცდომები
- თეთრი ფონი ლოგოს გარშემო, როცა გამჭვირვალე ფონი გინდოდათ.
- სოციალური ქსელიდან გადმოწერილი დაბალი ხარისხის ფოტო.
- დიზაინის კიდეებთან მოჭრილი ტექსტი ან დეტალი.
- ზედმეტად პატარა ტექსტი დიდ დიზაინში.
ფაილი არ გაქვთ ან ცუდი ხარისხისაა?
ორი გზა გაქვთ:
- AI დიზაინი: maika.ge-ზე აღწერეთ იდეა და AI დიზაინს უფასოდ შეგიქმნით. გამჭვირვალე ფონით, ბეჭდვისთვის მზა.
- მოგვწერეთ: თუ ფოტო ან ლოგო დაბალი ხარისხისაა, მაკეტის მომზადებაში დაგეხმარებით.
კონსტრუქტორში დიზაინის ატვირთვისას ეკრანზევე ხედავთ, როგორ დაჯდება ის მაისურზე. ასე შეკვეთამდე ყველაფერს გადაამოწმებთ. დაიწყეთ აქ: მაისურებზე ბეჭდვა.