მაისურზე ფოტოს დაბეჭდვა
მაისური შენი ფოტოთი — დაბადების დღისთვის, ახალი წლისთვის, წყვილისთვის, მეგობრებისთვის ან უბრალოდ საკუთარი თავისთვის. maika.ge-ზე ფოტოს დაბეჭდვა ერთი ცალიდანაც შეგიძლია: ატვირთავ ფოტოს, ეკრანზევე ხედავ, როგორ გამოჩნდება მაისურზე, და შეკვეთა მზადდება 1–3 სამუშაო დღეში. 15 წელია ვკერავთ და ვბეჭდავთ თბილისში.
შექმენი დიზაინი ონლაინ · დაგვირეკე: +995 599 05 08 07

როგორ ვბეჭდავთ ფოტოს
მაისურზე, ჰუდზე და ჩანთაზე ფოტოს DTF ტექნოლოგიით ვბეჭდავთ: ფერების რაოდენობა შეზღუდული არ არის, ამიტომ ფოტოს ფერები, ჩრდილები და წვრილი დეტალები კარგად გამოდის. ფერები მკვეთრია და რეცხვას უძლებს.
რაზე შეგიძლია ფოტოს დაბეჭდვა
- მაისური — კლასიკური, ოვერსაიზი ან საბავშვო — თეთრ მაისურზე ფერები ყველაზე სუფთად ჩანს.
- ჰუდი — ფოტო წინა მხარეს ან ზურგზე.
- ჭიქა — ყველაზე ხშირი საჩუქარი ფოტოთი.
- ტელეფონის ქეისი — ძირითადად iPhone, Xiaomi და Samsung მოდელებზე.
- ნაჭრის ჩანთა — ყოველდღიური ჩანთა შენი ფოტოთი.
როგორ შევუკვეთო
- აირჩიე ნივთი და ატვირთე ფოტო — შეგიძლია წარწერაც დაამატო.
- აირჩიე ფერი და ზომა და ეკრანზევე ნახე, როგორ გამოჩნდება.
- გადაიხადე ონლაინ, ან მობრძანდი შოურუმში და ადგილზე შეუკვეთე.
როგორი ფოტო ჯობია
- მაღალი გარჩევადობა — ატვირთე ფოტო პირდაპირ ტელეფონის კამერიდან. სოციალური ქსელიდან შენახული ან სქრინშოტი ხშირად ბუნდოვნად იბეჭდება.
- კარგი განათება — ნათელი, მკვეთრი ფოტო ყოველთვის უკეთ გამოდის, ვიდრე ბნელი.
- მთავარი დეტალი ცენტრში — განსაკუთრებით ჭიქაზე და ქეისზე, სადაც კიდეები ნაკლებად ჩანს.
ფოტო ცუდი ხარისხისაა და სხვა არ გაქვს? მოგვწერე — გეტყვით, როგორ დაიბეჭდება.
ზომა და ვადა
პრინტის სტანდარტული ზომა A4-ია, მაქსიმალური — A3; დაბეჭდვა შეიძლება წინა მხარეს, ზურგზე ან ორივე მხარეს. შეკვეთა მზადდება 1–3 სამუშაო დღეში. კონკრეტული დღისთვის თუ გჭირდება, მოგვწერე და დაგეხმარებით.
საჩუქრის იდეები ფოტოთი
- დაბადების დღე — მაისური ან ჭიქა საერთო ფოტოთი და წარწერით.
- ახალი წელი — ოჯახის ფოტო მაისურებზე ან ჭიქების ნაკრები — თითოეულზე სხვა ფოტოთი.
- წყვილისთვის — ორი მაისური ერთმანეთის ფოტოთი ან ერთი ფოტოს ორი ნახევრით.
- მეგობრებისთვის — ერთნაირი მაისურები მოგზაურობისთვის, წვეულებისთვის ან გამოსაშვებისთვის.
მოვლა
დაბეჭდილი ნივთი რეცხე მაქსიმუმ 30°-ზე, ამოტრიალებული — ასე ფოტო დიდხანს შეინარჩუნებს ფერებს.
შენს ნივთზე დაბეჭდვა
შეგიძლია შენი ნივთი მოიტანო და მასზე დაგიბეჭდავთ, თუმცა მოტანილი ნივთის ქსოვილის დაზიანებაზე პასუხისმგებლობას ვერ ვიღებთ.
მიწოდება და შოურუმი
კურიერით ვაწვდით მთელ საქართველოში, შეკვეთის აღება კი შოურუმშიც შეიძლება: დინამო არენა, მე-10 კარი (ა. წერეთლის #2, თბილისი).
ხშირი კითხვები ფოტოს დაბეჭდვაზე
შეიძლება მხოლოდ ერთი მაისური ფოტოთი?
დიახ — ფოტოს ერთ ცალზეც ვბეჭდავთ.
ფოტო კარგად გამოჩნდება?
DTF ფოტოს ფერებსა და დეტალებს კარგად ინარჩუნებს. რაც უკეთესი ხარისხისაა ფაილი, მით სუფთაა პრინტი.
რამდენ ხანში მზადდება?
1–3 სამუშაო დღე. კონკრეტული დღისთვის თუ გჭირდება, მოგვწერე.
ფოტოს გარდა წარწერაც შეიძლება?
დიახ — დიზაინის აწყობისას ფოტოს წარწერასაც დაუმატებ.
ფერად მაისურზეც იბეჭდება ფოტო?
დიახ, თუმცა ფოტოს ფერები ყველაზე ბუნებრივად თეთრ მაისურზე ჩანს.
ატვირთე ფოტო
აწყობას რამდენიმე წუთი სჭირდება — ეკრანზევე ნახავ, როგორ გამოჩნდება.
შექმენი დიზაინი ონლაინ · დაგვირეკე: +995 599 05 08 07 · მოგვწერე WhatsApp-ზე · მოგვწერე Facebook-ზე