ნაჭრის ჩანთები ლოგოთი და დიზაინით

ნაჭრის ჩანთა ყოველდღიური ნივთია — მაღაზიაში, სამსახურში, უნივერსიტეტში თუ მოგზაურობისას. შენი დიზაინით, ფოტოთი ან წარწერით ის პირად აქსესუარად იქცევა, კომპანიის ლოგოთი კი — ბრენდის რეკლამად, რომელიც ქალაქში დადის. ერთ ჩანთას საიტიდან შეუკვეთავ, ღონისძიებისა თუ კომპანიისთვის კი დიდ რაოდენობასაც დაგიმზადებთ.

შექმენი ჩანთა ონლაინ · კორპორატიული შეკვეთა

თეთრი ნაჭრის ჩანთა — შენი დიზაინით ან კომპანიის ლოგოთი ნაჭრის ჩანთის მეორე მხარე ბეჭდვისთვის

ნაჭრის ჩანთა შენი დიზაინით

პირადი ჩანთისთვის ატვირთე ფოტო ან ნახატი, დაწერე ტექსტი ან აირჩიე მზა დიზაინი კატალოგიდან — ქართული წარწერები, იუმორი, მოგზაურობა და სხვა. იდეა თუ გაქვს, AI დიზაინს უფასოდ შეგიქმნის. როგორ გამოჩნდება, კონსტრუქტორში ეკრანზევე ნახავ.

შექმენი ჩანთა ონლაინ · მზა დიზაინების კატალოგი

ჩანთა საჩუქრად

ნაჭრის ჩანთა შენი ფოტოთი ან წარწერით კარგი საჩუქარია მეგობრისთვის, მასწავლებლისთვის ან ოჯახის წევრისთვის — პრაქტიკული ნივთი, რომელსაც ყოველდღე გამოიყენებს. ერთ შეკვეთაში რამდენიმე სხვადასხვა დიზაინის ჩანთაც შეგიძლია შეუკვეთო.

ჩანთები ლოგოთი კომპანიისა და ღონისძიებისთვის

  • კონფერენცია და ტრენინგი — მონაწილის ნაკრები — ჩანთა ღონისძიების ლოგოთი.
  • მაღაზია და კაფე — მრავალჯერადი ჩანთა შენი ბრენდით, პაკეტის ნაცვლად.
  • ფესტივალი და გამოფენა — ერთნაირი ჩანთები სტუმრებისა და მოხალისეებისთვის.
  • თანამშრომლები და კლიენტები — პრაქტიკული საჩუქარი, რომელსაც ყოველდღე იყენებენ.

დიდ რაოდენობაზე ფასდაკლებაა, კომპანიებს ვუწერთ ინვოისს.

კორპორატიული საჩუქრები · კორპორატიული შეკვეთა

ბრენდირების მეთოდები

  • DTF ბეჭდვა — ფერადი ლოგო, ფოტო ან დეტალური დიზაინი, ერთი ცალიდანაც.
  • შოლკოგრაფია — დიდი ტირაჟისთვის: რაც მეტია რაოდენობა, მით იაფია ერთი ცალი.

მეთოდს დიზაინისა და რაოდენობის მიხედვით ერთად ვარჩევთ.

DTF ბეჭდვა · შოლკოგრაფია

როგორ შევუკვეთო

  1. პირადი ჩანთისთვის გახსენი კონსტრუქტორი, ატვირთე დიზაინი და შეუკვეთე ონლაინ — ან მოდი შოურუმში.
  2. კომპანიის შეკვეთისთვის გამოგვიგზავნე ლოგო და გვითხარი, რამდენი ჩანთა გჭირდება.
  3. მაკეტს — პრინტის ადგილს და ზომას — შეგითანხმებთ, შემდეგ ვბეჭდავთ და გიგზავნით, ან შოურუმში გადმოგცემთ.

ლოგოს ფაილი

ლოგო გამოგვიგზავნე მაღალი გარჩევადობით, სასურველია გამჭვირვალე ფონით (PNG). თუ ფაილი არ გაქვს ან დაბალი ხარისხისაა, მაკეტის მომზადებაში დაგეხმარებით.

ვადა, მიწოდება და შოურუმი

საიტიდან შეკვეთილი ჩანთა მზადდება 1–3 სამუშაო დღეში; დიდ კორპორატიულ შეკვეთაზე ვადა რაოდენობაზეა დამოკიდებული. კურიერით ვაწვდით მთელ საქართველოში, შეკვეთის აღება კი შოურუმშიც შეიძლება: დინამო არენა, მე-10 კარი (ა. წერეთლის #2, თბილისი).

მისამართი და სამუშაო საათები

ხშირი კითხვები ნაჭრის ჩანთებზე

ერთი ჩანთის შეკვეთა შეიძლება?

დიახ, საიტიდან ერთი ჩანთის შეკვეთაც შეგიძლია.

კომპანიის ლოგოთი ბევრ ჩანთას დაბეჭდავთ?

დიახ. დიდ რაოდენობაზე ფასდაკლებაა და ინვოისს ვწერთ — მოგვწერე და დეტალებს შევათანხმებთ.

რამდენ ხანში მზადდება?

1–3 სამუშაო დღე. დიდ კორპორატიულ შეკვეთაზე ვადა რაოდენობაზეა დამოკიდებული.

ფოტოს დაბეჭდვა შეიძლება?

დიახ. DTF ბეჭდვით ფოტოც და ნებისმიერი ფერიც კარგად გადმოიცემა.

რეგიონებში აგზავნით?

დიახ, კურიერით ვაწვდით მთელ საქართველოში.

შექმენი შენი ჩანთა

პირადი ჩანთა ონლაინ შეუკვეთე, კომპანიის ან ღონისძიების შეკვეთისთვის კი მოგვწერე.

შექმენი ჩანთა ონლაინ · დაგვირეკე: +995 599 05 08 07 · მოგვწერე WhatsApp-ზე · მოგვწერე Facebook-ზე · კორპორატიული შეკვეთა