ტელეფონის ქეისები შენი დიზაინით
ტელეფონის ქეისი შენი ფოტოთი, წარწერით ან დიზაინით — ნივთი, რომელიც ყოველდღე ხელში გიჭირავს და მხოლოდ შენ გაქვს. maika.ge-ზე ქეისის დიზაინს თავად აწყობ ონლაინ: ატვირთავ ფოტოს, დაწერ ტექსტს ან იდეას აღწერ და AI დიზაინს შეგიქმნის. როგორ გამოჩნდება, ეკრანზევე ხედავ, შეკვეთა კი მზადდება 1–3 სამუშაო დღეში.
შექმენი ქეისი ონლაინ · მოგვწერე WhatsApp-ზე

რომელი ტელეფონებისთვის
ქეისებს ძირითადად iPhone, Xiaomi და Samsung მოდელებისთვის ვამზადებთ. თუ არ ხარ დარწმუნებული, გვაქვს თუ არა ქეისი შენი ტელეფონისთვის, შეკვეთამდე მოგვწერე და გეტყვით.
რა შეიძლება დაიბეჭდოს ტელეფონის ქეისზე
- ფოტო — ოჯახის, მეგობრების, შინაური ცხოველის ან დასამახსოვრებელი მოგზაურობის.
- წარწერა — სახელი, ინიციალები, ციტატა ან ხუმრობა — ქართულად თუ ნებისმიერ ენაზე.
- დიზაინი — შენი ნახატი, ლოგო ან AI-ით შექმნილი გამოსახულება.
როგორ შევუკვეთო ქეისი ონლაინ
- გახსენი ქეისის კონსტრუქტორი და ატვირთე ფოტო, დაწერე ტექსტი ან აღწერე იდეა — AI დიზაინს უფასოდ შეგიქმნის.
- განალაგე დიზაინი — როგორ გამოჩნდება ქეისზე, ეკრანზევე ნახავ.
- გადაიხადე ონლაინ, ან მოდი შოურუმში და შეუკვეთე ადგილზე.
ფოტოს მომზადება
ქეისი ვიწრო და მაღალია, ამიტომ ვერტიკალური ფოტო საუკეთესოდ ერგება. მთავარი დეტალი — სახე ან წარწერა — ცენტრთან ახლოს მოაქციე, რომ კამერის ადგილს არ დაემთხვეს. ატვირთე მაღალი გარჩევადობის ფოტო, პირდაპირ კამერიდან და არა სოციალური ქსელიდან გადმოწერილი შეკუმშული ასლი. თუ ფაილი კარგი ხარისხის არ გაქვს, მოგვწერე და დაგეხმარებით.
ქეისი საჩუქრად
ქეისი შენი ფოტოთი კარგი საჩუქარია დაბადების დღეზე, ვალენტინობაზე ან უბრალოდ ისე — წყვილის ფოტო, ოჯახის სურათი ან მეგობრების შიდა ხუმრობა. საკუთარი იდეა არ გაქვს? კატალოგში ასობით მზა დიზაინია ქართული წარწერებით.
ქეისები კომპანიის ლოგოთი
ბრენდირებული ტელეფონის ქეისები კლიენტებისთვის, პარტნიორებისთვის ან თანამშრომლებისთვის — ყოველდღიური ნივთი, რომელზეც შენი ბრენდი მუდმივად ჩანს. დიდ რაოდენობაზე ფასდაკლებაა, კომპანიებს ვუწერთ ინვოისს. მოგვწერე და ფასს და ვადას შეგითანხმებთ.
ვადა, მიწოდება და შოურუმი
შეკვეთა მზადდება 1–3 სამუშაო დღეში. კურიერით ვაწვდით მთელ საქართველოში, შეკვეთის აღება კი შოურუმშიც შეიძლება: დინამო არენა, მე-10 კარი (ა. წერეთლის #2, თბილისი).
ხშირი კითხვები ტელეფონის ქეისებზე
რომელი ტელეფონების ქეისები გაქვთ?
ძირითადად iPhone, Xiaomi და Samsung მოდელების. სხვა მოდელზე შეკვეთამდე მოგვწერე.
ერთი ქეისის შეკვეთა შეიძლება?
დიახ, საიტიდან ერთი ქეისის შეკვეთაც შეგიძლია.
რამდენ ხანში მზადდება?
1–3 სამუშაო დღე. კორპორატიულ შეკვეთაზე ვადა რაოდენობაზეა დამოკიდებული.
როგორ ვნახო, როგორ გამოჩნდება დიზაინი?
ქეისის კონსტრუქტორში დიზაინს ეკრანზევე ხედავ — შეკვეთამდე.
რეგიონებში აგზავნით?
დიახ, კურიერით ვაწვდით მთელ საქართველოში.
შექმენი შენი ქეისი
ატვირთე ფოტო ან დაწერე ტექსტი და შეუკვეთე რამდენიმე წუთში. კომპანიის შეკვეთისთვის მოგვწერე.
შექმენი ქეისი ონლაინ · დაგვირეკე: +995 599 05 08 07 · მოგვწერე WhatsApp-ზე · მოგვწერე Facebook-ზე